Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი თანატოლების დროის განაწილება"
2.პროექტის მთავარი იდეა:.სხვადასხვა ხერხებით წარმოდგენილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის შესაფერისი საშუალებების შერჩევა აუდიტორიისა და საკითხის შინაარსის გათვალისწინებით.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლე ეცნობა მონაცენების სხვადასხვა სახით წარმოდგენის ხერხებს, აანალიზებს საკუთარი და მეგობრების დროის გატარებას დღის განმავლობაში და აკეთებს შესაბამის დასკვნას.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლე შეეჩვიოს მონაცემთა მოგროვებას, მათ წარმოდგენას სხვადასხვა ფორმით(ცხრილები,დიაგრამები), შეძლოს მოწოდებული მონაცემების გაანალიზება და შესაბამისი დასკვნის გაკეთება,ისწავლოს დროის რაციონალური განაწილება.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-13 წელი.
6.ვადები/ხანგრძლივობა:.ერთი თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლე ეჩვევა მონაცემთა მოგროვებას სხვადასხვა ხერხით, აკეთებს მონაცემების წარმოდგენას სხვადასხვა ფორმით,იცის, რა მეგობრემის აკადემიური მოსწრებები, აკეთებს შესაბამისად სწორ დასკვნას დროის სწორად გამოყენების შესახებ.
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერისახაზავი, ფარგალი, ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
მოსწავლემ უნდაშეკრიბოს მონაცემები იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებენ  თანაკლასელები დროს, შეადგინოს შესაბამისი ცხრილები,ან დიაგრამები, სადაც ნაჩვენები იქნება რამოდენიმე თანაკლასელის სხვადასხვა აქტივობებზე ყოველდღიურად დახარჯული დრო.
              მიღებული შედეგებით მოხდება იმის დადგენა, თუ რაზე ხარჯავენ მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს:გაკვეთილების მომზადებაზე,კომპიუტერთან შემეცნებით მუშაობაზე, კომპიუტერულ თამაშებზე, სპორტზე, მეგობრებთან სხვადასხვა სახის კომუნიკაციებზე,ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე;
10.საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეს შეუძლია საჭირო ინფორმაციის შეკრება და მათი წარმოდგენა,შესაბამისი დასკვნის გამოტანა.
11. პროექტის ხელმძღვანელი:ნანი წულაია.
12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanitsulaia@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://nanitsulaia.blogspot.com/